ბარდის ფაფა. სარგებელი და მომზადების საიდუმლოებები

1 month ago 18

ძნელია იპოვო უფრო ჯანსაღი კერძი, ვიდრე ფაფა. ამიტომ ფაფა ერთ-ერთი პირველი კერძია, რომელსაც ბავშვებისთვის ამზადებენ. ფაფების უმეტესობა გამოირჩევა ვიტამინებისა და მიკროელემენტების წარმოუდგენელი შემადგენლობით. სარგებლიანობის რეიტინგში ერთ-ერთ პირველ ადგილს ბარდის ფაფა იკავებს. მაგრამ გემრიელი კერძის მოსამზადებლად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ მოვამზადოთ ბარდის ფაფა სწორად.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევკრიბეთ რეკომენდაციები, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბარდის მომზადებისას. სწორად მომზადებული ფაფა თქვენი ოჯახის ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდება!

ბარდის ფაფა: სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ბარდა გამოირჩევა ვიტამინების ძალიან მდიდარი შემადგენლობით. ბარდის ფაფა შეიცავს უამრავ ცილას, რომელიც ხორცზე ბევრად უკეთ შეიწოვება. ამიტომ ბარდის ფაფა არის იმ ადამიანების მენიუში, რომლებიც ხშირად მარხულობენ.

ფაფა შეიცავს A, E, B ვიტამინებს, ბეტა-კაროტინს, ფტორს, თუთიას, სპილენძს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს და სხვა მიკროელემენტებს. გარდა ამისა, ბარდის ფაფა შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილას და ნახშირწყლებს. ამიტომ ის სასარგებლოა ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.

ბარდის ფაფის კალორიული შემცველობა მხოლოდ 90 კილოკალორიას შეადგენს – 100 გრამზე. ამის გამო ბარდის ფაფის საკუთარ რაციონში ჩართვა შეუძლიათ მათაც, ვინც წონის დაკლებას ცდილობს.

ბარდის ფაფის სარგებელი ჯანმრთელობისთვის

ბარდის ფაფა დადებითად მოქმედებს სხეულის თითქმის ყველა სისტემაზე.

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ფაფა აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს საკვებიდან სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას.
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ბარდა ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას და აუმჯობესებს მდგომარეობას ჰიპერტენზიის შემთხვევაში. ამინდის მგრძნობელობისკენ მიდრეკილი ადამიანების შემთხვევაში, ფაფა ხელს უწყობს მდგომარეობის გაუმჯობესებას და თავის ტკივილთან გამკლავებას. გარდა ამისა, ძლიერდება სისხლძარღვები და უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა. ბარდის ფაფას ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები, ქმნის შარდმდენი ეფექტს. ეს ხელს უწყობს სახსრების დაავადებების თავიდან აცილებას. ბარდა აძლიერებს ძვლებს, აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ხელს უწყობს კბილების გამაგრებას.
  • კუნთები. ვინაიდან ბარდა შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას, ის აუმჯობესებს კუნთოვანი მასის ზრდას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ვეგეტარიანელებისთვის და მარხვაზე მყოფი ადამიანებისთვის, რადგან საშუალებას იძლევა არ გასწიროთ კუნთები მცენარეული საკვების სასარგებლოდ.
  • წონის დაკლება. ბარდის ფაფა ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, რაც აადვილებს წონის დაკლებას. გარდა ამისა, პროდუქტი კარგად ანაყრებს და იძლევა ენერგიას მთელი დღისთვის.
  • კანი. ბარდა ხელს უწყობს კანის მდგომარეობის აღდგენას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
  • თმა და ფრჩხილები. ბარდის ფაფა ამაგრებს ფრჩხილებს. გარდა ამისა, თმის ცვენა ჩერდება, თმა მბზინვარე და ძლიერი ხდება.
  • იმუნიტეტი. ბარდის ფაფა აუმჯობესებს იმუნიტეტს და ეხმარება გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორ მოვამზადოთ ბარდის ფაფა: საიდუმლოებები და თავისებურებები

უპირველეს ყოვლისა, ბარდა უნდა გაარჩიოთ. მოაშორეთ კენჭები, ნაგავი და ასევე მუქი მარცვლები, რადგან მათ შეიძლება გააფუჭონ ფაფის გემო.

მაშინაც კი, თუ ბარდა ქარხნული შეფუთვით შეიძინეთ, მარცვლეული უნდა გაირეცხოს მანამ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება.

ბარდა ცივ წყალში უნდა ჩაალბოთ 5 საათის განმავლობაში, ან მთელი ღამის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ფაფის მომზადების დროს.

თუ დრო არ გაქვთ მარცვლეულის დიდხანს ჩასალბობად, შეგიძლიათ დააჩქაროთ პროცესი სოდით. ჩაყარეთ 1 ჩ/კ სოდა წყალში და გააჩერეთ მარცვლეული 30–90 წუთის განმავლობაში. მოხარშვამდე არ დაგავიწყდეთ ბარდის გარეცხვა, რომ სოდა მოშორდეს.

ბარდის ფაფას მარილი უნდა მოაყაროთ მომზადების ბოლოს, რადგან მარილი ანელებს დარბილების პროცესს და ბარდის მოხარშვას უფრო მეტი დრო დასჭირდება.

ბარდის ფაფის მომზადება მულტიქვაბშიც შეიძლება. ამისათვის გამოიყენეთ “ჩაშუშვის” რეჟიმი.

მას შემდეგ, რაც ფაფა მოიხარშება, ბარდა უნდა დაჭყლიტოთ კარტოფილის საჭყლეტით ან დააბლენდეროთ.

ბარდის ფაფის მარტივი რეცეპტი

ბარდის ფაფა უხდება ბოსტნეულს, მწვანილსა და სოკოს. ეს საშუალებას იძლევა, აქტიურად გამოვიყენოთ იგი ვეგეტარიანულ და სამარხვო მენიუში. სწორედ შამპინიონებთან ერთად არის ფაფა მაქსიმალურად მდიდარი ცილებით. და მისი მომზადება ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბარდა;
  • 200 გ შამპინიონი;
  • 2 დიდი ხახვი;
  • 450 მლ წყალი;
  • მზესუმზირას ზეთი;
  • მარილი;
  • წიწაკა.

მომზადების წესი

  • 1. ბარდა წინასწარ ჩაალბეთ. მოცულობაში მომატებულ ბარდას დაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე მოსახარშად.
  • 2. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ შიგთავსი. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  • 3. ტაფაში გააცხელეთ მცენარეული ზეთი და ხახვი მოშუშეთ.
  • 4. შამპინიონები გარეცხეთ და დაჭერით.
  • 5. ხახვს დაუმატეთ სოკო და ყველაფერი ერთად მოშუშეთ კიდევ 10 წუთის განმავლობაში, დაბალ ცეცხლზე. ხარშვის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  • 6. ბოლოს მოაყარეთ მარილი. ბარდა ჩაჭყლიტეთ ან დააბლენდერეთ.
  • 7. ფაფას დაუმატეთ სოკოს მასა და კარგად აურიეთ. შეფუთეთ ფაფა თბილ პირსახოცში 1 საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ის გაჯერდება სოკოს არომატით და გემოთი. ფაფა შესანიშნავია სადილისთვის და ვახშმისთვის.

ბარდის ფაფა ძეხვით

ბარდის ფაფა უხდება ძეხვს ან შებოლილ სოსისს. ეს კერძი წარმოუდგენლად ნოყიერი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა ბარდა;
  • 200 გ ძეხვი ან სოსისი;
  • 1 ხახვი;
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად;
  • მარილი გემოვნებით;
  • წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი

  • 1. გარეცხეთ ბარდა და ჩაალბეთ წყალში რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ დაასხით სუფთა წყალი და დადგით გაზქურაზე.
  • 2. ბარდა მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 30-40 წუთის განმავლობაში. შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს. ეს დამოკიდებულია ბარდის დალბობის დონეზე და პროდუქტის საწყის ხარისხზე.
  • 3. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით დიდ ნაჭრებად.
  • 4. გააცალეთ ძეხვს კანი და დაჭერით კუბებად.
  • 5. ტაფაში ჩაასხით მცენარეული ზეთი და გააცხელეთ. ხახვი გადაიტანეთ ტაფაში და მოშუშეთ ოქროსფრამდე.
  • 6. შემდეგ ხახვს დაუმატეთ ძეხვი, მოურიეთ და მოშუშეთ კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში. ძეხვი უნდა შებრაწოს.
  • 7. როგორც კი ფაფა მოიხარშება, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. აურიეთ.
  • 8. ფაფას დაუმატეთ ძეხვი და მოურიეთ. დატოვეთ ფაფა ნელ ცეცხლზე კიდევ 5 წუთის განმავლობაში. მზა ფაფა შეფუთეთ 30 წუთის განმავლობაში, რათა არომატით გაჯერდეს. ფაფა მზად არის!

ბარდის ფაფა შესანიშნავად შეავსებს თქვენს რაციონს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, როცა ორგანიზმს ვიტამინები აკლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს

სრულად წაკითხვა