ესპანურმა Mundo Deportivo-მ დაწერა, რომ კატალონიის ბარსელონა ნიუკასლიდან ალექსანდერ ისაკის დასამატებლად იბრძოლებს.
კლუბის სურვილია დაიმატოს ისეთი შემტევი, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან თამაშიც შეეძლება, ამ პროფილს კი ისაკი შესანიშნავად ერგება.
გარდა ისაკისა, ბარსელონას სიაში რაფაელ ლეაუ და ლუის დიასიც არიან, თუმცა უპირატესობა სწორედ შვედ შემტევს ენიჭება.
დეკემბერში ისაკი პირველად აღიარეს პრემიერლიგის თვის მოთამაშედ. ნიუკასლის ფორვარდმა დეკემბრის ექვს მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.