ესპანური გამოცემების მტკიცებით, ზაფხულში ბარსელონა ფრენკ დე იონგის გაყიდვას შეეცდება.
კლუბში 27 წლის მოთამაშის თამაშით კმაყოფილი არ არიან, თანაც დე იონგი ხელფასის სახით წელიწადში 19 მილიონ ევროს იღებს - ყველაფერს ისიც ემატება, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო ზაფხულს ეწურება და თუ ახლა არ იმოქმედებს, შეიძლება ბარსელონას მისი გაშვება უფასოდაც მოუწიოს.
შეგახსენებთ, კოჭის ტრავმიდან დაბრუნებულმა დე იონგმა მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამურად მოედანზე სულ რაღაც 295 წუთი გაატარა.