"ბარსელონას" 18 წლის მეკარე არონ იაკობიშვილი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

3 weeks ago 16

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, არონ იაკობიშვილმა მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის სურვილი კლუბის დატოვებაა, შესაბამისად იგი არ გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას, რომელიც 2025 წლის ზაფხულში იწურება და "ბარსას" თვისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

არონ იაკობიშვილი ბარსელონას აკადემიაში 2018 წლიდან ირიცხება და მიმდინარე სეზონში ის პირველი გუნდის განაცხადშიც რამდენჯერმე მოხვდა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას უნგრელი მეკარე.

სრულად წაკითხვა