საქართველოს თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ადგილზე მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან.
ბაჩო ახალაიას სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. ჩვენი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას შაქრიანი დიაბეტი აქვს, ასევე, აწუხებს არითმია.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაია, ოფიციალური ვერსიით, ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს, ის უკვე 4 საათზე მეტია, გამოკითხვაზეა. გამოკითხვაზე სუს-ში დაბარებულია ასევე ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი. ოფიციალური ვერსიით, მას ტყეში აღმოჩენილ იარაღის სამალავზე დაუსვამენ შეკითხვებს.