მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა:
“სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ბაჩო ქაჯაიას საჩივარი და იწყებს არსებით განხილვას.
საჩივარი შეეხება გზის ხელოვნურად გადაკეტვისათვის მოსამართლე ნინო ენუქიძის მიერ ბაჩო ქაჯაიას უკანონოდ 5 000 ლარით დაჯარიმების ფაქტს.
უკანონო საქმისწარმოების, მტკიცებულებათა არარსებობის, დაუსაბუთებელი და უსამართლო გადაწყვეტილების, ასევე სააპელაციო საჩივრის არსებითი განხილვის გარეშე დატოვების საფუძვლებით ვითხოვთ, რომ: ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-6, მე-10, მე-11, მე-13 და მე-18 მუხლების დარღვევა.
არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ – მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ დარჩეს ქვეყნის შიგნით.”
ბაჩო ქაჯაია, მსახიობი:
“არ არსებობს სიმართლე დაიკარგოს!”

13 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·