18
პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
უზომოდ მატკინა გული დიდი ქართველი კომპოზიტორის, ქალბატონი ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალებამ, რომელიც ჩემთვის უაღრესად საყვარელი ადამიანი იყო. ბევრჯერ მისაუბრია ქალბატონ ნუნუსთან მის შემოქმედებაზე, ადამიანებზე, საერთოდ, ცხოვრებაზე… ბედნიერება იყო მასთან ურთიერთობა. არასდროს დამავიწყდება მისი თანადგომა, როცა მე ეს მჭირდებოდა… იყო საოცარი ადამიანი. ღმერთმა დააბერტყა ანკარა ნიჭი და მისი შემოქმედება სწორედ ამ ნიჭიერების, გემოვნების, სიალალისა და სიყვარულის გამოხატულებაა…
ნუნუ დუღაშვილის ყველა სიმღერა ჩვენი სულის სიმებს არხევს… ქართული და ნაღდია… ასეთი ადამიანების წასვლის შემდეგ, დიდი სიცარიელე რჩება.
საერთაშიროსო alia.ge