ბევრი ვიშრომე, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება – ფიშერი

3 hours ago 1

გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის თქმით, ბევრი იშრომა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო და ახლა გული წყდება.

ასე ეხმაურება ის თბილისში 2 თებერვლის აქციაზე მოქალაქეების ძალადობრივ დაკავებას სოციალურ ქსელ X-ში. გერმანიის ელჩი აზიარებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გამოხმაურებასაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საქართველო არ აკმაყოფილებს არანაირ მოლოდინს კანდიდატი ქვეყნისგან“.

„თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ასეთ წინადადებას მიიღებთ კაია კალასისგან, რომელსაც გერმანია ეთანხმება, მაშინ პრობლემა გაქვთ.

ბევრი ვიშრომე, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, – წერს პიტერ ფიშერი.

If you’re a country that wants to join the EU and you get a sentence from @kajakallas like the one highlighted below, and 🇩🇪 agrees, which it does, then you have a problem. I worked hard for 🇬🇪 to get 🇪🇺 candidate status and it makes me sad. pic.twitter.com/03TwvfGfyL

— Peter Fischer (@Diplo_Peter) February 3, 2025


უწყვეტი პროტესტის 67-ე დღეს, 2 თებერვალს, დღისით და გვიან ღამით, 31 დემონსტრანტი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

ინფორმაციას ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.

20-ზე მეტი დემონსტრანტი „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დააკავეს. დაკავებების მეორე სერია გვიან ღამით დაიწყო, როდესაც „თბილისი მოლიდან“ მსვლელობით წამოსული მოქალაქეები სანაპიროს გავლით რუსთაველისკენ მიემართებოდნენ.

დაკავებულთა ნაწილი პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, მათ შორის, მინიმუმ 7 ადამიანს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა, რომელთა უმეტესობას ტვინის შერყევა და სახის ტრავმები აღენიშნება

სრულად წაკითხვა