ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ბელგიის ეროვნული ნაკრების ჩაბარების მთავარი კანდიდატი ტიერი ანრია.
ახლა ამ ნაკრებში დომენიკო ტედესკო მუშაობს, რომელსაც ძალიან ცუდი პრესა აქვს და ბელგიელები მისი თანამდებობიდან მოხსნას ითხოვენ.
რაც შეეხება ტიერი ანრის, მას ბელგიის ნაკრებში აქამდე ნამუშევარი უკვე აქვს, ოღონდ ასისტენტად. ის წლების განმავლობაში რობერტო მარტინესს ეხმარებოდა.