ბელიაშვილზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია კორპუსში შევარდა

8 hours ago 4

ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გასროლილი ტყვია მოპირდაპირედ მდებარე კორპუსში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში შევარდა.

გადაცემა კვირის ფორმულა იმ სახლში მცხოვრები მოქალაქე ჩაერთო, რომელშიც ტყვიამ ფანჯარა ჩაამსხვრია. ქალმა აღნიშნა, რომ ხუთჯერ გაისროლეს.

მისივე თქმით, ადგილზე მისულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

“დაახლოებით ერთი საათის წინ გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ ბელიაშვილზე, წისქვილის, თეატრის რესტორნების პირდაპირ. ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო”- აღნიშნა მან.

მოქალაქის თქმით, ტყვია შევარდა მე-14 სართულზე მდებარე სახლშიც.

“ჩვენ მე-16 სართულზე ვართ. მე-14 სართულზე ორივე შუშა დაზიანდა და შევარდა [ტყვია]. გაატარა ტყვია ორივე შუშამ და ღმრთის წყალობით გადავრჩით”- თქვა მან.(ფორმულა)

სრულად წაკითხვა