WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ში ჩი­ვილს გეგ­მავს.

შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

,,მო­გე­სალ­მე­ბით,

სა­ზო­გა­დო­ე­ბა უკვე წლე­ბია თვალს ადევ­ნებს კონ­კრე­ტუ­ლი ძა­ლე­ბის მხრი­დან მა­დის­კრე­დი­ტე­ბელ და ცი­ლისმწა­მებ­ლურ კამ­პა­ნი­ას ჩემი და ჩემი ოჯა­ხის მი­მართ, პე­რი­ო­დუ­ლად მაბ­რა­ლე­ბენ ათას­გვარ სი­ბინ­ძუ­რეს, თუმ­ცა, ბოლო პე­რი­ოდ­ში, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და. მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­მაჩ­ნდა, რომ ასეთ აბ­სურ­დზე დრო­ის და­ხარ­ჯვა და რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ ღირ­და, თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და მე­დი­ა­სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მუდ­მე­ბუ­ლი უსა­ფუძ­ვლო თავ­დას­ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც კარ­გად და­გეგ­მი­ლი, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია, ჩემი მხრი­დან რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ვე­ღარ დარ­ჩე­ბა. დავ­რწმუნ­დი, რომ სიც­რუ­ი­სა და სი­ბინ­ძუ­რის ნი­აღ­ვა­რის უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვე­ბა, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ პრო­ცესს მარ­თა­ვენ, ერ­თგვარ წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ ფაქ­ტო­რად იქცა.

სწო­რედ ამი­ტომ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ მივ­მარ­თე ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ის მქო­ნე ად­ვო­კატს, სა­კუ­თა­რი საქ­მის ნამ­დვილ პრო­ფე­სი­ო­ნალს, და­ვით ასა­თი­ანს, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, ჩემ მი­მართ გაჟ­ღე­რე­ბულ თი­თო­ე­ულ ბინ­ძურ ცი­ლისმწა­მებ­ლურ ბრალ­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რივ პა­სუხს მო­ვი­თხოვ.

მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში კონ­კრე­ტუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბი აქ­ტი­უ­რად ტი­რა­ჟი­რე­ბენ, თით­ქოს ე.წ. “ქოლ­ცენ­ტრებს” ვმფარ­ვე­ლობ, რიგ ადა­მი­ა­ნებს ჩემი მი­თი­თე­ბე­ბით აპა­ტიმ­რე­ბენ, შევ­დი­ვარ უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბებ­ში და ა.შ. მსგავს სა­კი­თხებ­ზე მხო­ლოდ კი­თხვის დას­მაც კი საკ­მა­რი­სია, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის მცდე­ლო­ბის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი გა­მო­იკ­ვე­თოს, თუმ­ცა, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი უფრო შორს მი­დი­ან და ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემი ვი­თომ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ავ­რცე­ლე­ბენ ისე, რომ ამ აბ­სურ­დის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად ერთი ფაქ­ტიც არა­ვის წარ­მო­უდ­გე­ნია.

ამის ნაც­ვლად, მყვი­რა­ლა სა­თა­უ­რე­ბი­თა და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი ტექ­სტე­ბით გა­ჯე­რე­ბულ სი­უ­ჟე­ტებ­ში, და­მა­ჯე­რებ­ლო­ბის ელ­ფე­რის შე­საქ­მნე­ლად იყე­ნე­ბენ ე.წ. ინ­კოგ­ნი­ტო რეს­პონ­დენ­ტებს, ბნელ ოთახ­ში ზურ­გით მსხდომ გა­ურ­კვე­ვე­ლი ვი­ნა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი მა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბე­ლი ნი­შა­ნი არ გა­აჩ­ნი­ათ და გა­უ­გე­ბარ ხმო­ვან მე­სი­ჯებს, რო­მელ­თა ში­ნა­არ­სის ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მი­მაჩ­ნია, რომ ამ პი­რო­ბებ­ში სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­მარ­თვა არა ვინ­მეს წი­ნა­აღ­მდეგ შუ­რის­ძი­ე­ბა, არა­მედ ჩემი ღირ­სე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის გზაა. მინ­და, ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ ცი­ლისმწა­მებ­ლურ თავ­დას­ხმებს სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცეს და სა­სა­მარ­თლოს მიერ ცი­ლის­წა­მე­ბის ფაქ­ტის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ამ ყვე­ლაფ­რის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ­მა პი­რებ­მა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად აგონ პა­სუ­ხი.

მე მხო­ლოდ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და სი­მარ­თლის დად­გე­ნას ვი­თხოვ, მათ შო­რის იმის­თვის, რომ მო­მა­ვალ­ში არც მე და არც სხვას აღარ მო­უ­წი­ოს მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბის ატა­ნა,“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.