WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანიებს ტვ "პირველსა" და "ფორმულას" ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის.

ბერა ივანიშვილის ადვოკატმა, დავით ასათიანმა სამოქალაქო დავის დასაწყებად სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 3 ნოემბერს შეიტანა. მანამდე, გადაწყვეტილების შესახებ თავად ბერა ივანიშვილმა 30 სექტემბერს განაცხადა.

როგორც ბერა ივანიშვილის ადვოკატი დავით ასათიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას სარჩელი შეეხება "სიცრუეზე დაფუძნებული იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებსაც, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს".

რომელ სიუჟეტებზე საუბარი

ადვოკატის თანახმად, საუბარია ტელეკომპანიების შაბათის ეთერში სექტემბრის ბოლოს გასულ ორ სიუჟეტზე "სიუჟეტი ვრცელი იყო, მაგრამ სარჩელი შესულია ის ფაქტების წინააღმდეგ, რომელიც ცილისმწამებლურია და აშკარად დეფამაციური", - ამბობს დავით ასათიანი და რადიო თავისუფლების დამაზუსტებელი შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ სიუჟეტები შეეხებოდა "კრიმინლურ გარჩევებთან მის [ბერა ივანიშვილის] კავშირსა და მონაწილეობას" სიუჟეტები შეეხებოდა ძმების ფეიქრიშვილების დაკავებას.

"რომ ვითომ მან ვიღაცები დააჭერინა, ვიღაც ადამიანები, ეს დაკავშირებული არ არის მოსაზრებებთან, პირდაპირ უკავშირდება დანაშაულის დაბრალებას", - ამბობს დავით ასათიანი.

რას ითხოვს ბერა ივანიშვილი სარჩელში

ადვოკატის თანახმად, ბერა ივანიშვილი სარჩელში ტელეკომპანიების მიერ მომზადებლი სიუჟეტებში კონკრეტული ფაქტების და გამონათქვამების "სათანადო წესით უარყოფას" მოითხოვს, იმ საეთერო დროში რომელ საათზეც ეს გადაცემები გადის ეთერი.

"ჩვენ მხოლოდ ფაქტების უარყოფას ვითხოვთ, უფრო სწორედ, ცილისწამებლურად აღიარებას და უარყოფას. იმავე საშუალებით, რა საშუალებითაც გავრცელდა. წაშლას და მსგავს ტიპის რაღაც დამატებით მოთხოვნებს არ ვაყენებთ", - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

მათ შორის, არც ფინანსურ კომპენსაციაზეა საუბარი.

მხარეებს სარჩელი ჯერ არ ჩაბარებიათ

როგორც „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას სარჩელი ჯერ არ ჩაბარებით და ჯერ არ იცის რას ედავება მათ ბერა ივანიშვილი.

"ამბებს ვიგებთ, მხოლოდ იმ კამპანიით რაც თავად დაიწყეს, "ბერა სარჩელს ამზადებს", "ბერამ სარჩელი შეიტანა". ცხადია რა განზრახვა აქვს ამ ყველაფერს. საქართველოში ჟურნალისტებს აკავებენ და პატიმრობაში უშვებენ, აზრის გამო. ვახო სანაია დღეს ციხეში ზის. ეს სარჩელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ბრძოლის ერთი ნაწილია! ყველა ხერხით და საშუალებით მიდის მუშაობა, რომ ჩვენ ეთერში აღარ ვიყოთ", - ამბობს ნოდარ მელაძე.

მისი სიტყვებით, ელოდებიან სარჩელი ჩაბარებას რათა მეტი გაიგონ მოდავე მხარის პოზიციის შესახებ.

"RSF-მა (რეპორტიორები უსაზღვრებოდ) გუშინ ბიძინა ივანიშვილს "მედიის მტაცებლის" სტატუსი მიანიჭა - მოქმედება შესაბამისია. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქნება ეს სარჩელიც და დადუმების სხვა მცდელობიც... განზრახვა ცხადია - თუ თავისუფალი ხმების დადუმება არ გამოუვათ ამ გზით, წავლენ სხვა გზაზე. მათ გეგმით რამდენიმე თვე და ყველაფერი უნდა დასრულდეს.", - ამბობს ნოდარ მელაძე.

ბერა ივანიშვილი აცხადებს, რომ მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ „კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანია“ მიმდინარეობს და რომ მისი სარჩელი არა შურისძიება "არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა“.