WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

26

ბათუმის მერია ფიროსმანისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების ფაქტს არ ადასტურებს და აცხადებს:

ბათუმში ფიროსმანისა და ჯავახიშვილოს ქუჩების კვეთაში, კომპანია „ანაგის“ მიერ დამოუკიდებლად აშენებული ორი კორპუსის ერთმანეთთან შეერთების ბჟენის ადგილია. რაც შეეხება ზემო სართულებს, ბზარი არ არის, ტემპერატურული ნაკერია დატოვებული, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად. 

პ.ს. სპეციალურად დატოვებულია, უბრალოდ ამ შემთხვაში შესალესია რომ არ გამოჩნდეს.

ტემპერატურული ნაკერი წარმოადგენს შენობის კონსტრუქციულ ელემენტს, რომელიც ყოფს ნაგებობას ცალკეულ დამოუკიდებელ ბლოკებად/შენობებად.

თუ შენობის სხვადასხვა ნაწილს აქვს განსხვავებული სართულიანობა ან გრუნტის განსხვავებული მზიდუნარიანობა, ნაკერი საშუალებას აძლევს ბლოკებს/შენობებს ჯდომა განახორციელონ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.

ასევე ტემპერატურის ცვლილებისას სამშენებლო მასალები განიცდიან გაფართოებას ან შეკუმშვას ტემპერატურული ნაკერი უზრუნველყოფს ამ მოძრაობის თავისუფლებასაც. ორივე შენობა განსხვავებულად ჯდება გრუნტში გამომდინარე აქედან ბჟენი უნდა იყოს დეფორმირებადი, რათა არ შეზღუდოს ეს მოძრაობა”.