WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა“ – ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი შევიდა.

ამ თემაზე მან „ტვ პირველის“ კითხვას უპასუხა.

„ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში“, – ამბობს კობახიძე.


ბოლო დღეებში აფხაზეთში საწვავით მომარაგების პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, საწვავის მიწოდება რუსეთიდან გრძელდება და არსებული მარაგების სრულად ამოწურვის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

10 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რესპუბლიკის საწვავით მომარაგების საკითხზე თათბირი გამართა. გუნბას განცხადებით, აფხაზეთში შექმნილი ვითარება ისეთი გარემოებებით არის გამოწვეული, რომლებიც „რესპუბლიკაზე არ არის დამოკიდებული“. მისი თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობა ვითარების ნორმალიზებისთვის ყველა საჭირო ზომას იღებს.

იხილეთ: