“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” იმ კომპანიებისა და პირების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც “ქართულ ოცნებას”ბოლო არჩევნების დროს პარტიას ოფიციალურად 16 მლნ ლარამდე შესწირეს. TI-ს ცნობით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან, პარტიაზე ყველზე მეტი თანხა აქვს შეწირული:
„არ ემ ჯი გოლდის“ ყოფილი დირექტორი, დავით ბალანჩივაძე – 472 ათასი ლარი
„გზა“, გიორგი ჭყონია – 460 ათასი ლარი
„ქართუ ჯგუფი“, ნატო ხაინდრავა – 448 ათასი ლარი
„ლილო-მოლი“, გია ანდღულაძე – 397 ათასი ლარი
„მარნისკარი“, ვაჟა ციგროშვილი – 379 ათასი ლარი
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“, ზურაბ ჩხაიძე – 300 ათასი ლარი
„დუგლაძეების ღვინის კომპანია”, დავით დუგლაძე – 282 ათასი ლარი
„კ და ქართული სპირტი“, ირაკლი ბექაური – 267 ათასი ლარი