საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია - GBF.GE
ბითაძის 9 ქულა და 11 მოხსნა იუტასთან შინ წაგებულ მატჩში
GBF 2025-01-06
ბითაძის 9 ქულა და 11 მოხსნა იუტასთან შინ წაგებულ მატჩში
გოგა ბითაძეს სეზონის მე-15 ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა. ეს მოხდა ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის გასულ მატჩში, რომელშიც ორლანდო მეჯიქმა დასავლეთ კონფერენციის ლიდერთა შორის მყოფ იუტა ჯაზს უმასპინძლა და 92:105 დამარცხდა.
ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29 წუთი გაატარა, რა დროშიც 9 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ოთხივე სროლა აუცდა. ერთიც რომ ჩაეგდო, ზედიზედ მე-3 მატჩში მოახერხებდა ორმაგი დუბლის მითვლას.
აღსანიშნავია, რომ ბითაძეს უწევდა ნბა-ს ერთ-ერთ საუკეთესო მომხსნელ, უოლკერ კესლერთან პაექრობა. იუტას ცენტრმა 10 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა, ხოლო გამარჯვებულებს ბრაის სენსაბაუმ (27 ქულა) და კოლის სექსტონმა (20) ულიდერეს. ორლანდოში ბომბარდირი მავანი ჯეტ ჰოვარდი გახდა, რომელმაც 21 ქულა მიითვალა, მეჯიქის სასტარტოებიდან კი 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ კოულ ენტონიმ (12 ქულა) გადალახა.
21 მოგებითა და 16 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საფეხურზე მყარად დგას. მის წინ მყოფ ნიუ იორკს მეჯიქი 3 მოგებით ჩამორჩება, ხოლო მე-5-ზე მყოფ მილუოკის 4 მოგებით უსწრებს. შემდეგ მატჩს ორლანდო კონკურენტ ნიუ იორკთან, 7 იანვარს, სტუმრად გამართავს.