WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

ლეიბორისტული პარტია” არაბული ქალაქის მშენებლობას აპროტესტებს – შალვა ნათელაშვილმა  ბრიფინგი კრწანისის ველზე გამართა.და თქვა:

აი, აქ კრწანისის ველზე, აღა-მაჰმად ხანის ურდოებთან დაღუპული 300 არაგველი ვერასოდეს ვერ წამოიდგენდა, რომ მათი გმირული დაცემის შემდგომ 200 წლის თავზე საქართველოში გამოჩნდებოდა ბიძინ-მაჰმად ხანი, რომელიც მათი სისხლით მორწყულ მიწას მიჰყიდიდა არაბულ კომპანიას და აი აქ ამ წალკოტში დაიწყებდა არაბული ქალაქის მშენებლობას 8 მილიონ კვადრატულ მეტრზე, ხოლო 2 მილიონ კვადრატულ მეტრს მიიღებდა გონიოში. 

ჩვენს ხელშია მოღალატეობრივი დოკუმენტი ივანიშვილის ერის მტრის შემოქმედება, რომლის თანახმადაც აი ეს სივრცე, თუ არ ვიბრძოლეთ, თუ არ გამოვიჩინეთ ფხა, არ გამოვედით გარეთ, სამუდამოდ გავა საქართველოს იურისდიქციიდან განუსაზღვრელი ისტორიული და  დემოგრაფიული შედეგებით. 

მოვუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს, გეყო ქართველი ხალხის წამება, შენი ხელით დახიე შენი მილიარდების საშოვნელად შედგენილი ეს მოღალატეობრივი დოკუმენტი, თუ გინდა კიდევ გადარჩეს შენი ხსენება აი ამ მიწაზე, თუმცა ვიმეორებ, ძალიან ცუდი პერსპექტივით გემუქრება მოგონებები, თუ მოგონებების ღირსად ჩაგთვალა ერმა. 

მე მოვუწოდებ არაბულ კომპანიებს, მოვუწოდებ არაბულ პოლიტიკურ ლიდერებს, უპირველესად ემირატების პრეზიდენტს, ხელი აიღეთ საქართველოს ხალიფიზაციაზე”