ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი x-ში აქვეყნებს იმ ქართველების სიას, ვისაც ლიეტუვა სავიზო შეზღუდებს უწესებს ადამიანის უფლებების დარღვევაში მათი პასუხისმგებლობის გამო.
ლანდსბერგისის მიერ გამოქვეყნებული სია აერთიანებს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს.
სავიზო შეზღუდვებს დაქვემდებარებულთა სია ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილი
- ვახტანგ გომელაური
- იოსებ ჭელიძე
- შალვა ბედოიძე
- ალექსანდრე დარახველიძე
- გიორგი ბუთხუზი
- ზვიად ხარაზიშვილი
- მილერი ლაგაზაური
- ვაჟა სირაძე
- თეიმურად კუპატაძე
- მირზა კეზევაძე
ამ სიის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა სამი ქვეყნის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ეროვნული დონეზე სანციების დაწესების შესახებ.
"„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევები არასასურველები არიან ჩვენს ქვეყნებში“ - ნათქვამი იყო 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.