“ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ერთიანობის ეშინია!” – გიორგი ვაშაძე

2 weeks ago 12

,,გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით:

,,ლევან ხაბეიშვილზე განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორება, ეს არ არის მხოლოდ ლევანის ან რომელიმე პარტიის მიმართ, ეს არის, ფაქტობრივად, ანგარიშსწორება და სასტიკი მოპყრობის მაგალითი, რომლითაც უნდათ დააშინონ ახალგაზრდები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, ადამიანები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს რუსთაველზე და მთელ საქართველოში იცავენ.

მთავარი საკითხი რა არის? – ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ერთიანობის ეშინია! იგი ფიქრობს, რომ ამ სასტიკი ანგარიშსწორებებით, რომელიც სამაგალითოდ განახორციელა ლევანთან, ამ პატრიოტ ადამიანთან მიმართებაში, რომელმაც საკუთარი თავი საზოგადოებას გააცნო ამათი მხილებით, მათი კორუფციული სქემების, მათი სისასტიკით, გახრწნილობის მხილებით, ამ ანგარიშსწორებით ფიქრობენ, რომ ვინმეს გააჩერებენ.

ლევანიც არ გაჩერდება, ჩვენც არ გავჩერდებით, ახალგაზრდებიც, მთელი საქართველო ერთად იქნება. იმიტომ, რომ ძალა ერთობაშია! ამ ერთიანობით ჩვენ გავიმარჯვებთ!

არა რუსულ კანონს! კი ევროპას! არა რუსულ რეჟიმს! კი დემოკრატიას! კი ახალგაზრდებს, კი იმ პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც დგანან და კი იმ ნათელ მომავალს, რომელიც აუცილებლად იქნება!

რაც შეეხება ადამიანებს, რომლებიც ამაში იღებდნენ მონაწილეობას – დადგება დრო, როცა ყველა კანონის წინაშე, როგორც ეს ევროპულ სტანდარტს შეესაბამება, აუცილებლად აგებს პასუხს!

პოლიციელებს და ყველას მივმართავ – თქვენ დღეს ივანიშვილი შეურაცხყოფას გაყენებთ! ფაქტობრივად, მოროდიორებად ჩამოგაყალიბათ! დატოვეთ პოლიცია, გადადით ხალხის მხარეს, ნუ შეასრულებთ ამ უკანონო დავალებას!

მალე გამოჯანმრთელება ლევანს, ყველა ერთად ვართ!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა