“ბიძინა კობახიძის მოშორებას გეგმავს… ამ ელჩის დანიშვნას ფიქრობს პრემიერად” – ვის გვარს ასახელებს ხაბეიშვილი?

3 hours ago 3

3

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, “ფორმულასთან” ამბობს:

მე მაქვს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ფიქრობს, 4–ში ბევრი ხალხი იქნება, დარწმუნებულია ამაში და იცი, მოდი, მე კობახიძეს მოვიშორებ, გადავაყენებ, ბარტყების გადაგდებასავით რომ იცის, ეს გეგმა აქვს დალაგებული, კობახიძის თავი გაამზადა და იაპონიაში ელჩად რომ ჰყავს კონკრეტული ადამიანი, რომელიც მის შვილთან კომუნიცირებს, ფული მიაქვს და ასე შემდეგ, იქნებ, ის დანიშნოს პრემიერად.

მამუკა მდინარაძე, ხვალ–ზეგ არ გაგვახსენდება არავის, ოღონდ, მას ახლა კონკრეტული დავალებები აქვს ეს ერთი თვე, იქნებ, დისკრედიტაცია მოახდინოს ოპოზიციის, ფილმები გადაიღოს, ვითომ შექმნას რაღაცა, რომ, აი, ვმუშაობთ, ბატონო ბიძინა, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ თქვენს სიმშვიდეს, ესენი ცუდები არიან, დამხობვას გიპირებენ, ჩვენ აქა ვართ.

ბიძინამ იცის, რომ კობახიძის თავის გაგორება მოუწევს, ამიტომ ალტერნატივაზე ფიქრობს. ერთია ის რას ფიქრობს და მეორეა, ხალხი რას ფიქრობს, ხალხის არც კობახიძის თავი აღარ უნდა, აღარც მდინარაძის, ხალხს უნდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თავი. გრიგოლიჩ, მივიღებთ ამ თავს, მშვიდად და უპირობოდ მივიღებთ.

ცნობისთვის, საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავაა, უტას მეგონარი და იაპონიაში მისი პატრონი. რამდენიმე თვის წინ იაპონურმა მედიამ მასზე ვრცელი, საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა.

იაონური მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ – “აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება”.

გამოცემა ყურადღებას ამახვილებს ბოლო ერთ წელიწადში იაპონიაში უტა ივანიშვილის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მაგალითად, მედია საშუალება წერს, რომ 2024 წლის ზაფხულში უტა ივანიშვილმა 500-550 მილიონი იენის (დაახლოებით 3.5 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების მდიდრული აპარტამენტი შეიძინა ტოკიოს ცენტრალურ უბანში.

სტატიაში ასევე, ხაზგასმულია უტა ივანიშვილის მიერ აშშ-ს მხრიდან მამის დასანქცირების შემდეგ, იაპონიაში ახალი სააქციო საზოგადოების – ატუ ჰოლდინგსის დაარსების შესახებ.

“იქანდება ღარიბაშვილი, ვინ უნდა დაიჭიროს ივანიშვილმაო…” – ლევან ხაბეიშვილი

სრულად წაკითხვა