გამოქვეყნებულ პოსტში, უილსონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს.
"რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან?
მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?" - წერს ის.
მანამდე, მან დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, ამ შემთხვევაში, კი აშშ-მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს.
"კორუმპირებული, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ, პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ", - დაწერა მან.
თავდაპირველ პოსტში კი უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.