WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ოპოზიციური ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:

ეკონომიკის მინისტრმა ქვრივიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტზე ჩინელებთან მოლაპარაკება შეწყდა და სახელმწიფო თავად ააშენებს პორტს და შემდეგ გადაწყვეტს, ვის მიაქირაოს (სხვადასხვა ოპერატორებს). რა გავიგეთ აქედან:

⭕️ ქოცები მიხვდნენ, რომ პუტინი მარცხდება

⭕️ ქოცებს შეეშინდათ იზოლაციის და დასავლური ზეწოლის (ამიტომაც იდგნენ დამწკრივებულები ამერიკის საელჩოში)

⭕️ ქოცები გადადიან დასავლეთთან პოლიტიკური ვაჭრობის ინტენსიურ ფაზაზე, რომ ამერიკამ და ევროპამ მიიღონ მათი პირობები: თქვენ პორტში შესაძლებლობები, ამის სანაცვლოდ ჩვენ სამუდამოდ ხელისუფლება

⭕️ ახალი პოლიტპატიმრები ჰაერივით სჭირდებათ სავაჭრო ძალაუფლება რომ განიმტკიცონ (ამიტომაც დაჩქარდა საბოტაჟის პროცესი სასამართლოში და ამიტომაცაა იმ საქმეში სრულიად არაბუნებრივად გაერთიანებული პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ლიდერი)

⭕️ გათვლა ასეთია: თუ თანახმა არ იქნებით გარეთ თქვენ და არ შეწყვეტთ ჩვენს შევიწროებას და შიგნით ოპოზიცია და მეპროტესტები უარს არ იტყვიან ნორმალიზაციაზე, პორტი საერთოდ არ აშენდება (აქამდე ეუბნებოდნენ ჩინეთის იქნებაო)

⭕️ ამ განცხადებაში საქართველოს ინტერესი ნულოვანია. მთლიანად ეხება ბიძინას უზურპატორულ ინტერესს და რეალურად არის პოლიტიკური ვაჭრობის ინტენსიური ფაზის დასაწყისი და პორტზე საბოლოო გადაწყვეტილების უსასრულოდ გადავადება. ბიძინას საყვარელი სტრატეგიული ბუნდოვანების ტაქტიკის კლასიკური შემთხვევაა.