ბიძის თქმით, სანდრო ბუკია გამოუშვეს, თუმცა უმოწყალოდაა ნაცემი

2 weeks ago 5

წუხელ აქციაზე ძალადობრივად დაკავებული 19 წლის სანდრო ბუკია თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სანდრო ბუკიას ბიძა, გიგა კიტია ავრცელებს, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელია.

გიგა კიტიას ცნობით, სანდრო ბუკია უმოწყალოდაა ნაცემ თიავის, სახის და სხეულის მრავლობითი დაზიანებით.

„ჩემი და, ფორმულას ვიდეოში ამოვაიცანი და იქ გადამეკეტა: ძალები მოვიკრიბე და ეგრევე დავპოსტე 1tv.ge შიდა ჯგუფში. დედაჩემი ტირის და მუშტს ირტყამს თავში… გზად 112 ში დავრეკე და იქაური ბიუროკრატიული კითხვა-პასუხებიც მოვილიე. დედა მეორე დის სახლში დავსი და ეგრევე ტელევიზიისკენ წავედი. იქ ჩემი გენ.დირექტორი და მთელი ღამის ჯგუფი დამხვდა. სრულოად აარადექვატური ვიყავი. ვთხოვე დროულად გამოეცხადებინა ეთერში და პარალელურად შსს-შიც დაირეკა…

0:30 წამიდან აქ, ჩემი სანდროს დაკავებაზე ინფორმაციას ავრცელებს პირველი არხი.

სანამ იზოლატორამდე მივედი გამოუშვეს და გარეთ დამხვდა ოჯახთან და ახლობლებთან ერთად უმოწყალოდ ნაცემი თავის, სახის და სხეულის მრავლობითი დაზიანებით. მალევე კერძო კლინიკაში გავუშვით და ჯერაც ველოდებით ზოგადი კვლევის და ტომოგრაფიის პასუხს!

მადლობა ყველას, გაწეული დახმარებისთვის და გულისხმიერებისთვის!.. ერთმანეთის გარეშე ვერ წარმომიდგენია არსებობა და ნურც თქვენ გაიადვილებთ ხვალინდელ დღეს. დაფიქრდით და დადექით მედგრად“, – წერს Facebook-ზე გიგა კიტია.

19 წლის სანდრო ბუკია წუხელ აქციაზე დააკავეს. დაკავების მომენტში ის დედასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც დედამ განაცხადა, მის შვილს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ეს არ გაითვალისწინა.

სრულად წაკითხვა