Black Sea Petroleum, a company owned by Georgian businesswomanკომპანია „ბლექ სი პეტროლიუმმა“, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი მაკა ასათიანი ფლობს და რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მართავს, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს, რაც კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას „გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს“.
1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში“. ამავე განცხადების თანახმად, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და „მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება“.
კომპანიის თქმით, ის იწყებს „საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის“ და 2027 წლის II კვარტლისთვის მას „გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი“.
This post is also available in:
Read Next
10/02/2026 - 15:38
ყულევის ნავთობტერმინალი შესაძლოა ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდეს
22/10/2025 - 17:08

1 month ago
63







English (US) ·
Georgian (GE) ·