„ბო­დიშს ვუხ­დი პი­რა­დად ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს… იმედში დაბრუნება…“ – რას ამბობს რუსკა მაყაშვილი?

2 hours ago 2

რუსკა მაყაშვილმა „იმედიდან“ წამოსვლის მიზეზებზე Ambebi.ge-სთან ისაუბრა.

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან.

„ადა­მი­ა­ნებ­მა მის­ცეს უკვე სა­კუ­თარ თავს იმის უფ­ლე­ბა, რომ ამა­ზე წე­რონ, და­ა­ძა­ლონ სხვებს, წა­მო­დი, არ წა­მოხ­ვი­დე… რა თქმა უნდა, ეს ჩემს მი­მარ­თაც იყო, მაგ­რამ რო­დე­საც თა­ვი­დან არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან არ წა­მოვ­სულ­ვარ, რად­გან ჩემს პრო­ტესტს გა­მოვ­ხა­ტავ­დი. ტო­ტა­ლუ­რი სი­გი­ჟეა, რაც ახლა ხდე­ბა და მი­მაჩ­ნია, რომ ეს არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან რომ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს.

მე არ ვუ­ვარ­დე­ბი არა­ვის და არა­ფერს არ ვა­ძა­ლებ. სწო­რი, ნა­თე­ლი, გამ­თლი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი მინ­და, ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის. სა­დაც ბედ­ნი­ე­რე­ბი და ტო­ლე­რან­ტუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ახლა რაც ხდე­ბა, ტრა­გი­კუ­ლად უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. შე­ვი­შა­ლეთ ყვე­ლა! გვშლი­ან ჩვენ და შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ვშლით.

“იმედ­ში“ კონ­კრე­ტუ­ლად ჩემი გუნ­დი, ვის­თა­ნაც ვმუ­შა­ობ­დი, ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. შე­მეძ­ლო იყო სხვა­ნა­ი­რად, უფრო სწო­რი ფორ­მით წა­მოს­ვლა მხო­ლოდ მათ გამო. ვა­კონ­კრე­ტებ, მხო­ლოდ მათ გამო. რის­თვი­საც ბო­დიშს ვუხ­დი, პი­რა­დად ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. “იმედ­ში“ დაბ­რუ­ნე­ბა არ­ცერ­თი წა­მით არ მომნდო­მე­ბია და ასე­ვე არა­ვის გა­და­უხ­დია თან­ხა, რომ იქი­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.

და­ბო­ლოს, ჩემი ღია და გუ­ლი­თა­დი სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა უკა­ნო­ნოდ და­ჭე­რილ პა­ტი­მარს!“,  – ამბობს რუსკა.

სრულად წაკითხვა