“ბოდიში ამდენწლიანი ტყუილებისთვის” – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა

3 hours ago 4

უნგრეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემა დროებით შეაჩერა.

გადაცემის მაგივრად სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში განცხადება გაუშვა ტექსტით: “საზოგადოებრივი მედია არ უნდა იტყუებოდეს. მიუხედავად ამისა, ბოდიშს გიხდით იმისთვის, რომ ამას მრავალი წლის განმავლობაში ვაკეთებდით”.

“ისტორიული დღეა. დღეს უნგრეთის საზოგადოებრივ მედიაში პროპაგანდისტული მაუწყებლობა საბოლოოდ დასრულდა. ისინი იტყუებოდნენ ღამით. იტყუებოდნენ დღისით. იტყუებოდნენ ყველა არხზე. ახლა ეს დასრულდა” – განაცხადა ქვეყნის პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა.

სრულად წაკითხვა