WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

 ბოლო 15 წელია, პუტინს სპეციალურად მომზადებულ სატელევიზიო გამოშვებებს აჩვენებენ, სადაც რუსეთზე ცუდი ამბები არ შუქდება –  ამის შესახებ Россия-1 ყოფილი რედაქტორი დმიტრი სკორობუტოვი აცხადებს:

,,ბოლო 15 წელია, რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს სპეციალურად მომზადებულ სატელევიზიო გამოშვებებს აჩვენებენ, სადაც რუსეთზე ცუდი ამბები არ შუქდება… ეს ასე ხდებოდა: ვთქვათ, Vesti-ს ჩვეულებრივი გამოშვება ეთერში გადიოდა საღამოს 8 საათზე. ამის შემდეგ, გადამღები და შემოქმედებითი ჯგუფი სტუდიაში რჩებოდა. ჩვენ გვქონდა მითითებები, თუ რომელი სიუჟეტები დაგვეტოვებინა, რომელი დაგვემატებინა, სად გაგვეზვიადებინა და შეგველამაზებინა მოვლენები, ან სად ამოგვეღო დეტალები. ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ პუტინისთვის ეჩვენებინათ დღევანდელი თანამედროვე, ლამაზი რუსეთის იდეალური სურათი; ის, რომ ის ასეთი კარგი პრეზიდენტია. ის, რასაც ახლა ვხედავ, უბრალოდ კოშმარია. მან ძალიან ცოტა იცის რეალური მოვლენების შესახებ და ძალიან ცოტა იმის შესახებ, თუ რა ხდება ომში”.