“ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…” – გოჩა მირცხულავა

1 hour ago 2

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით და ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა

სამართალდამცველი ორგანოები უკვე კოორდინირებულები არიან და ახლა რეგიონების კოორდინაციაა საჭირო. ეს გავიგე – მაგრამ, პრემიერის აპარატში არის შესაბამისი სამსახური, არსებობს შესაბამისი კომიტეტი, “ქართულ იცნებას” აქვს შესაბამისი პარტიული სტრუქტურა და ამ თანამდებობის შემოღებით რას “ვამბობთ”? რომ ყველა ჩამოთვლილი სტრუქტურა არაეფექტური იყო?

თუ პერსონაა თავად ეფექტური – პრემიერის აპარატში სამსახურის უფროსად დაენიშნათ, ბიუჯეტს არ დააწვებოდა ტვირთად.

ბოლოს იმდენს ნუ იზამთ – შემოდგომაზე, წველადობის ზრდის სახმინისტრის პოსტი გახდეს შემოსაღები…“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა