ბორელი ამბობს, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს

2 months ago 33

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, 18 მარტს განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში შიმშილის პროვოცირებას ახდენს და შიმშილს ომის იარაღად იყენებს. ბორელის ბრლადება ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო.

„ღაზაში ჩვენ აღარ ვართ შიმშილის ზღვარზე, ჩვენ ვართ შიმშილის მდგომარეობაში, რაც გავლენას ახდენს ათასობით ადამიანზე...შიმშილის ომის იარაღად გამოიყენება მიუღებელია. ისრაელი შიმშილის პროვოცირებას ახდენს“, - თქვა ბორელმა ბრიუსელში ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კონფერენციის გახსნაზე.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა საპასუხოდ მოუწოდა ბორელს „შეწყვიტოს ისრაელზე თავდასხმა და აღიაროს "ჰამასისგან" ჩვენი თავდაცვის უფლება".

კაცმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ ისრაელმა დაუშვა „მოცულობითი ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში სახმელეთო, საჰაერო და ზღვიდან ყველასთვის, ვისაც დახმარების სურვილი ჰქონდა“, მაგრამ ეს დახმარება „ძალადობრივად შეფერხდა“ "ჰამასის" მებრძოლების მიერ, რომლებიც „თანამშრომლობენ“ გაეროსთან.

სრულად წაკითხვა