მწერალი ბორის აკუნინი იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი საქართველოსა და ქართველებს კატეგორიულად აფრთხილებს:
“ქართული მედია მთხოვს გავაკეთო კომენტარი კანონზე “უცხოელი აგენტების” შესახებ. როგორც წესი, არასდროს ვსაუბრობ ქართული პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. პირველ რიგში იმიტომ, რომ კომპლექსი მაქვს, რომ არ ვარ “ნამდვილი ქართველი” – ქართული ენაც კი არ ვიცი. მეორე რიგში იმიტომ, რომ რუსი მწერალი ვარ და სხვის საქმეში ნებისმიერი ჩარევა, აღიქმება, როგორც იმპერიალისტური გამოხტომა.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის – საქართველოში დავიბადე, გვარი მაქვს “შვილზე”, “შალვოვიჩი” ვარ, იქ ბევრი ნათესავები და მეგობრები მყავს…
ჩემთვის საგანგაშოა იმის ყურება, თუ როგორ ეშვება დემოკრატიული საქართველო იმ ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში გადაიჩეხა. საფრთხე პოლიტიკურ ოპოზიციაში ან კრიტკულ მედიაში კი არა, საფრთხე პუტინიზმშია. საფრთხე არა მარტო გარედან დაპყრობაშია, არამდე შიგნიდან დაპყრობაში – ზუსტად ეს ხდება ახლა. პუტინიზმი ცდილობს დაფუძნდეს თქვენს სახლში – თქვენი ხელისუფლების ინიციატივით. მერე ამას ვეღარ მოიცილებთ – როგორც კიბოს, რომელიც შეჭამს და გაანადგურებს ყველაფერს ჯანსაღს.
ვიცით, გავიარეთ ეს: ჯერ “უცხოელი აგენტები”, მერე “მეხუთე კოლონა”, მერე “ტერორისტები და ექსტრემისტები”, მერე პუტინის რუსეთის გარდა საქართველოს მეგობარი აღარ დარჩება. კეთილი იყოს თქვენი ბობრძანება უკან – ორთავა არწივის ფრთის ქვეშ!
ქართველებო, არ მისცეთ უფლება რომ ეს თქვენ გაგიკეთონ!
გაუფრთხილდით თავისუფლებას!”