“ბოროტი ქალია ნანა ჯანელიძე, ძალიან ბოროტი!😡” – ბონდო მძინარაშვილი

1 week ago 6

სააგენტო "პარალელი"
“ბოროტი ქალია ნანა ჯანელიძე, ძალიან ბოროტი!😡” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, მწვავე შეფასებებს აკეთებს რეჟისორ ნანა ჯანელიძესთან დაკავშირებით:

ნანა ჯანელიძე უბრალოდ შტერი ქალი კი არ არის, ბოროტულად ცდილობს სახელმწიფო გადატრიალების იდეოლოგიურად მომზადებას.

ზუსტად ასე იქცეოდნენ 1991 წელს, – შხამით წამლავდნენ ხალხს და ხელისუფლების დამხობის შემდეგ ეს ბოროტი ალქაჯები ისევ კდემად და სინაზედ გადაიქცნენ; სპექტაკლებს ესწრებოდნენ და ნაზად იღიმოდნენ… უბრალო ადამიანები კი მათი მოწყობილი გადატრიალების უმძიმეს შედეგებს იმკიდნენ.

ეს ძალიან საშიში პროცესია, რადგან ამ ალქაჯებისთვის მსხვერპლი ადამიანური ტრაგედია კი არა, სატანური რიტუალის ნაწილია!

თურმე მოსახლეობის უმრავლესობის არჩეული ხელისუფლება ხუნტაა და ეს დემოკრატიის კიკიმაროები იცავენ საზოგადოების ინტერესებს.

ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, რასაც თვითონ ფიქრობენ და გეგმავენ, სხვას აბრალებენ და ამას ისე უტიფრად აკეთებენ, რომ იფიქრებ, სინდისი კი არ დაკარგეს, დაბადებიდან არც ჰქონიათ.

ბოროტი ქალია ნანა ჯანელიძე, ძალიან ბოროტი!😡“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

“ბოროტი ქალია ნანა ჯანელიძე, ძალიან ბოროტი!😡” – ბონდო მძინარაშვილი
პარალელი

სრულად წაკითხვა