ზურაბ მუსელიანი კარიერას კვიპროსის სუპერლიგაში გააგრძელებს – ინფორმციას „პარალიმნის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„საფეხბურთო კლუბი „პარალიმნი“ 25 წლის ქართველი თავდამსხმელის, ზურაბ მუსელიანის ტრანსფერს ოფიციალურად ადასტურებს. მივესალმებით ახალ წევრს ჩვენს საფეხბურთო ოჯახში და გუნდთან ერთად წარმატებებს ვუსურვებთ მას“, – წერია კლუბის განცხადებაში.
მუსელიანმა პროფესიული კარიერა 2013 წელს „ვიტ ჯიორჯიაში“ დაიწყო. ასევე თამაშობდა ქობულეთის „შუქურასა“ და „გაგრაში“, ხოლო ლეგიონერის კარიერა 2023 წელს სამხრეთ კორეულ „გონგამში“ გადასვლით დაიწყო. სეზონის დაწყებამდე ბოსნიურ მოსტარის „ველეჟში“ ჩაირიცხა, სადაც 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
16 ტურის შემდეგ კვიპროსის 14-გუნდიან ჩემპიონატში „პარალიმნი“ 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა და მიზნად სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას ისახავს. გუნდი სეზონს 7 იანვარს „არადიპუსთან“გასვლითი მატჩით განაახლებს, სადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია თამაშობს.