სერბეთის სახელმწიფო მაუწყებლის (RTS) ცნობაზე დაყრდნობით "ფრანსპრესის" სააგენტო იტყობინება, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი ჰააგის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობით, მლადიჩმა, რომელიც ომის დამნაშავედაა მიჩნეული, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა.
84 წლის მლადიჩს „ბოსნიელ ყასაბს“ უწოდებდნენ ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მისი როლის გამო.
მლადიჩი ჰააგაში გარდაიცვალა, სადაც ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა. განაჩენი მლადიჩს 2017 წელს გამოუტანეს.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ის 1996 წელს ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელთან ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს ომის დამნაშავედ და გენოციდის მონაწილეობის ბრალი წაუყენა სარაევოს ალყის და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო, როცა სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი კაცი და ბიჭი მოკლეს.
radiotavisupleba ახალი ამბები