ბოჭორიშვილმა და სიბიჰამ ტელეფონით თბილისსა და კიევს შორის „დიალოგსა“ და „ნორმალიზაციაზე“ ისაუბრეს

2 weeks ago 19
Maka Botchorishvili and Andrii Sybiha. Photos: Georgian Foreign Ministry/Facebook; Andrii Sybiha/X

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ანდრი სიბიჰამ, 6 მაისს ტელეფონით ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი კიევის ინიციატივით გაიმართა და ყურადღება „დიალოგის მნიშვნელობაზე“ გამახვილდა, ხოლო სიბიჰამ განაცხადა, რომ მხარეები „ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე“ შეთანხმდნენ.

„საუბრისას განხილულ იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს.

სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ მხარეებმა „აღნიშნეს ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმდნენ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე“.

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან [მაკა ბოჭორიშვილთან]“, – აღნიშნა სიბიჰამ. „ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთქმედება საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე დავადასტურეთ ჩვენი მზაობა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შესანარჩუნებლად“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა