2
ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:
ნიუ იორკს არ აქვს ასეთი ქართული რესტორანი და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს ასეთი ქართული ესთეტიკა. თბილისშიც კი.
თუმცა მე არ მიკვირს.
მოსკოვის გემოვნება და სიმდიდრე კოსმიურია, ხარჯვაც რუსულად იციან, ქართული კულტურა კი უყვართ და ქართველებმაც არ შეირცხვინეს თავი.
‘ჩამორჩენილი’ მოსკოვი, რომლის უსირცხვილო სიმდიდრეზე ჩურჩულით ლაპარაკობს მსოფლიო.
მაინც გაიხსნება საზღვარი და პროპაგანდით შთაგონებულ ზიზღს, მოეღება ბოლო.
გადახედეთ მენიუს და ინტერიერებს, კულტურული შოკია.
ბრავო, გამოსკოვებულ ქართველებს, ეს არის ქართული სამზარეულოს ესთეტიკის ზეიმი