ბრაზილიამ ყაზახეთს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის შავი ყუთების მონაცემები გადასცა

1 day ago 3

ბრაზილიის საჰაერო ძალების გამომძიებლებმა 25 დეკემბერს ყაზახეთში ჩამოვარდნილი “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ორი შავი ყუთის მონაცემების ამოღება დაასრულეს და ყაზახეთის ხელისუფლებას გადასცეს.

Deutsche Welles-ს ინფორმაციით, შავი ყუთების გაშიფვრაში მონაწილეობისთვის ბრაზილიაში სპეციალისტები რუსეთიდან, ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩავიდნენ.

ყველა მონაცემი გადაეცა ყაზახეთის საგამოძიებო ორგანოს თვითმფრინავის ავარიების გამოძიების საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად”, – ნათქვამია ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქტაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

გამოძიება ამბობს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

2024 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას.

სრულად წაკითხვა