“ბრაზმა თავის თავი ამოწურა” – რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი? – ელენე ჯაფარიძე

1 week ago 12

2

ფსიქოლოგი, ელენე ჯაფარიძე:

🇬🇪რაც დრო გადის მით მეტად აქტუალურია ეს შეკითხვა:

⭕️რატომ ვაკლდებით ერთმანეთს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ერთად ყოფნა გვჭირდება?

⭕️კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ერთად დავდგეთ?!

პასუხი მარტივია- ეს არის იმედგაცრუება, როდესაც ძალიან ინტენსიური ბრაზის შედეგად საწადელს ვერ მიაღწიე❗️

ბრაზი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტენსიური ემოციაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აქტივიზმში. ის მოქმედებს როგორც მყისიერი კატალიზატორი:

➡️ აჩენს რეაქციას და გადაყავს რეაქცია ქმედებაში.

დეკემბერში ჩვენ ბრაზის პიკს მივაღწიეთ.
მაგრამ ბრაზი, როგორც ენერგია, ერთ რამეს ვერ აკეთებს:

⭕️ მას არ შეუძლია საკუთარი თავი შეინარჩუნოს დროში.
⭕️ გრძელვადიან პერსპექტივაში ის ვერ ახერხებს იყოს მოტივატორი.
⭕️ ნებისმიერი ბრაზი დროებითია.
⭕️ ეს არის იმპულსი, და არა რესურსი.
⭕️ ეს არის აფეთქება, და არა ძრავი.

რატომ არ მუშაობს ბრაზი, როგორც გრძელვადიანი პროტესტის ენერგია❓

ბრაზი ფიზიოლოგიურად გვფიტავს:

➡️ ეს არის სტრესი, რომელსაც თან სდევს ადრენალინი, დაძაბულობა, კუნთოვანი სპაზმი, უძილობა.

➡️ თუ ბრაზს შედეგი არ მოჰყვა, ორგანიზმი გადადის თავდაცვის რეჟიმზე, რომ თავი გადაირჩინოს და იწყებს ბრაზის განდევნას.

➡️ ბრაზი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვა გადადის შეგუება/მორჩილებაში.

➡️ როდესაც ადამიანი რამდენჯერმე გამოხატავს აღშფოთებას, და ამაზე პასუხად ან იგნორირებაა, ან დაცინვა, ან ძალადობა —
ჩნდება მექანიზმი, რომელსაც ფსიქოლოგიაში ეწოდება “მოქმედების იმპულსის ჩახშობა”.

ეს ნიშნავს: „უაზრობაა ჩემი ბრაზი – აღარ ვრეაგირებ.“

შედეგად ➡️ რაც უფრო მეტია საშინელება,
უფრო მეტად ვეგუებით.

ამ დროს ღირებულებები არ იცვლება –
უბრალოდ ტკივილის ზღვარი იზრდება.

შესაბამისად, შეკითხვაზე:

„რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაბრაზდეთ და გამოხვიდეთ❓❗️”

ჩემი პასუხია:

⭕️ ბრაზმა თავის თავი ამოწურა❗️
⭕️ მას ვეღარ დაეკისრება საპროტესტო მუხტის წამოწევის როლი.

ახლა გვჭირდება – იმედი!

➡️იმედი, რომ მოქმედებას აზრი აქვს.
➡️იმედი, რომელიც ქმნის სისტემურ, თანმიმდევრულ რეაქციას:

„წინ ვივლი, არ დავთმობ და რა კარგია, რომ არ დავთმე!“

ამისთვის საჭიროა ფოკუსი:

1️⃣ პატარა გამარჯვებებზე, რომლებიც გაგვახსენებს: „ჩვენ შევძელით“.

აქ არაა საუბარი პოლიტიკური მასშტაბის გარდატეხაზე –
ეს შეიძლება იყოს ერთი:

→ ერთი ადამიანი, რომელიც გამოუშვეს
→ ერთი სივრცე რომელუც არ დაიხურა
→ ერთი სასამართლო, რომელიც სამართლიანად დასრულდა.

2️⃣ სიმბოლურ აქტებზე, რომლებსაც ემოციური ძალა აქვს:

–ბრაზი იკვებება ფაქტებით
– იმედი იბადება სიმბოლოებით.

3️⃣ ახალი ემოციური ენის შემუშავებაზე (რაზეც წესით ოპო სპექტრი უნდა მუშაობდეს)

– ბრაზის ენა ემყარება დაპირისპირებას.
– იმედის ენა – სოლიდარობას.

მოკლედ, ბრძოლას სჭირდება ახალი ხმა, იმედიანი!

იქნებ ვიფიქროთ ამ მიმართულები.

სრულად წაკითხვა