35 წლის მძღოლს, რევაზ ელიზბარაშვილს, რომელმაც გორში დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა, გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრიობა შეეფარდა.
,,ბრალდებულს 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე”- განუცხადა ,,ქართლის ამბებს” პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა.
მისი თქმით, იმ პერიოდში, როდესაც გორის ცენტრში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდებული მართვის მოწმობით სარგებლობდა და არ ჰქონდა ჩამორთმეული. მართვის მოწმობასთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გორის სასამართლომ 1991 წელს დაბადებულ ბრალდებულ რევაზ ელიზბარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მას ბრალი 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარუდგინა.
აღნიშნული მუხლი გულისხმობს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

4 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·