ბრალი წაუყენეს ბიზნესმენს, რომელმაც სასტუმრო-კომპლექსი “თვითნებურად” ააშენა

1 hour ago 2

შპს “კრისტალ ჯგუფის” მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანს, რომელსაც სასტუმრო კომპლექსის “თვითნებურად” აშენებას ედავებიან, ბრაპი წაუყენეს. მას უკანონო სამეწარმეო საქმიანობასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავებიან.

“ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა”, - აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ამ გზით მან 1 894 925 ლარის შემოსავალი მიიღო.

ამ საქმეზე გამოძიებას ატარებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. უწყებაში გუშინ, 8 ნოემბერს თქვეს, რომ ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, უკანონოდ, თვითნებურად ააშენა ხუთი სასტუმრო-აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი. ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ “კრისტალ ჯგუფის” მომხმარებლებს. გამოძიება მიუთითებს “კრისტალ ჯგუფის” კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ და შპს “ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის” დამფუძნებელის მიერ ჩადენილ დანაშაულზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

სრულად წაკითხვა