WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3

ნიკოლოზ რაჭველი მის წინააღმდეგ საქართველოში აგორებულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ფონზე უკრაინელი ხალხისა და კოლეგების გვერდით დგომით ამაყობს. რაჭველის თქმით, ქართული რეალობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგებზეა დამოკიდებული და თავად გულწრფელად ნანობს წარსულში მოსკოვსა და პეტერბურგში გამართულ რამდენიმე კონცერტში მონაწილეობას.

“საქართველოში ჩემსა და ჩემი საამაყო კოლეგების წინააღმდეგ აგორებული კამპანია დაემთხვა კიევში ჩემს იმ დროს ყოფნას, როდესაც რუსეთმა მორიგი ბალისტიკური დარტყმა განახორციელა უკრაინის დედაქალაქზე. საკმაოდ მძიმე ღამე გამოვიარეთ, მერე კი მე ლვოვში დავბრუნდი, სადაც ვიდირიჟორე შესანიშნავი უკრაინელი კომპოზიტორი ქალბატონის ვიქტორია პოლევას ბალეტს “სარკე” ხოლო ახლა ისევ ჩამოვედი კიევში, რადგან კვირას ვუძღვები საოცარი ფესტივალის “ბუკეტის” დახურვის გალა კონცერტს წმინდა სოფიას ტაძრის ბაღში, რომელსაც 2000 მსმენელი დაესწრება… 

ჰოდა რისი თქმა მსურს: თავს ვგრძნობ მხნედ და საკმაოდ ამაყად, რომ ამ ურთულეს, ეკზისტენციალურ პერიოდში საკუთარ თავში ვპოულობ ძალას, რომ გვერდით ვედგე ჩემ საოცარ უკრაინელ კოლეგებს, მუსიკოსებს, შემოქმედებს, ადამიანებს, მეგობრებს, რომლებიც ყოველ დღე და ყოველ წუთს მაძლევენ თავგანწირვისა და გმირობის მაგალითს!
ქართული რეალობა ბოლომდეა დამოკიდებული უკრაინაში განვითარებული მოვლენების პერსპექტივაზე და მე ამ პროცესის ეპიცენტრში ყოფნა განგებამ მარგუნა, ვთვლი რომ საჩუქრად, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელად ვნანობ იმ რამდენიმე გამოსვლას მოსკოვსა და პეტერბურგში, რომელის გამოც ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც პუტინის რეჟიმს სარეცელზე უწვება საამებლად:)
(თუმცა ორივე შემთხვევაში ისეთი შინაარსის სიტყვით მივმართე დამსწრე საზოგადოებას, რომ ყველას ეგონა სცენიდანვე გადამიყვანდნენ იზოლატორში…)
ჰოდა დაე გაიმარჯვოს სამართალმა! ანუ უკრაინამ და შესაბამისად ჩემმა სამშობლომ, ამ დიდ ბოროტებაზე!
ა მ ი ნ, – წერს ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში.