დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ პირველი სახელმწიფოა, რომელმაც „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. „როსნეფტი“ სანქცირებულია ევროკავშირის მიერაც.
გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ინდურ კომპანია Nayara Energy-საც, რომლის თანამფლობელი რუსული „როსნეფტია“.
დიდი ბრიტანეთის სანქციები შეეხო რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილად მიჩნეულ 51 გემსაც - ტანკერებს, რომლებსაც მოქმედი სანქციების გვერდის ავლით იყენებენ რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.
სანქცირებულია კიდევ რამდენიმე ბანკი და ჩინური, ინდური და სინგაპურული კომპანიები, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ ენერგეტიკის და სამხედრო სფეროებში.