"ბუდუს წასსვლა? მასზე ვიტყვი, რომ..." - რას ამბობსს "კარლსრუეს" მთავარი მწვრთნელი ქართველის ტრანსფერზე

3 weeks ago 5

როგორც მოგეხსენებათ, ბუდუ ზივიზვაძე კარიერას "კარლსრუედან" "ჰეიდენჰაიმში" გააგრძელებს.

ამასთან დაკავშირებით "კარლსრუეს" მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან აიხნერმა კომენტარი გააკეთა:

"სპორტული თვალსაზრისით, ბუდუს წასვლა გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. ჩვენ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი დავკარგეთ, რომელსაც განსაკუთრებული შესაძლებლობები ჰქონდა.

ვინ შეცვლის მას? ვფიქრობ, ლუკა პფაიფერი ის ადამიანია, რომელსაც ამ დანაკლისის შევსება შეუძლია. თავდაპირველად, მას ფეხის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ოპერაციაც გაიკეთა, ახლა კი ბოლომდე გამოჯანმრთელდა და შეუძლია, პროგრესი გააგრძელოს. მაგრამ ზივზივაძის წასვლისა და ანდრიან ჰანზიკერის ტრავმის გამო ცხადია, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე კიდევ ერთი თავდამსხმელის დამატება გვჭირდება". - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

სრულად წაკითხვა