როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე კარიერას ბუნდესლიგის ბინადარ “ჰაიდენჰაიმში” გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუდუმ ახალ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
საგულისხმოა, რომ ბუდუ გუნდს პარასკევს შეუერთდება და არ არის გამორიცხული 11 იანვარს “უნიონ ბერლინის” წინააღმდეგ მისი დებიუტიც ვიხილოთ.
ცნობისთვის, ბუდუმ 12 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით ბუნდესლიგა 2-ია ბოლბარდირი გახლავთ.