„გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევთ“ — აქტივისტის დედა იხსენებს ჩხრეკას

1 week ago 3

აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ.

მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. სწორედ მეორე დღის 5-ის ნახევარზე, კარებზე ისმის კაკუნი (ზარი გაფუჭებულია). მივდივარ შეყოვნებით (რადიკულიტი მაქვს) და ვკითხულობ, ვინ არის.

პასუხად, პოლიციიდან ვარ, შემოსულია შეტყობინება, თქვენს კორპუსში გაზი ჟონავს, უნდა შევამოწმოო. მე ვუპასუხე, რომ კარს არ გავაღებდი, რადგან ასეთ შეტყობინებაზე გაზის კორპორაციიდან მოდის სპეციალისტი. გააღეთ კარი, კაკუნი გრძელდება. ვთხოვ, რომ მეზობელთან შეამოწმონ ჯერ, თუ ის გაუღებს და დამიდასტურებს რომ პოლიციაა, გავაღებ. ვაფრთხილებ , რომ ბავშვები არიან ჩემთან ერთად. 2, 3 წუთი სიჩუმეა, ისევ უკვე ბრახუნი და მეუბნება, რომ ჩემს მხარეს არის შემოსული შეტყობინება და მარტო ამ მხარეს ამოწმებენ. ერთი წუთით არ ვუშვებ, რომ ეს პოლიციაა და ვემუქრები პოლიციაში დარეკვით, პასუხად — მე თავად ვარ პოლიცია და უკვე გადადის ყვირილზე, გააღეთ ახლავე, თორემ კარს შემოვამტვრევთ. რკინის კარის გამაყრუებელ ბრახუნზე, ბავშვები ამეკრნენ.

მაინც შემოამტვრევენ და ვაღებ…

დგას ოთხი, თუ ხუთი, უკვე ვერაფერს ვერ ვხედავ (ოთხი ყოფილა), ფორმაც არ ეცვათ… ყველა უნდა შემოხვიდეთ მეთქი. აბა,რაო. კუთხეკუნჭული უნდა დათვალიერდესო. უცებ აფიქსირებს ბავშვებს, რა ლამაზები ხართო? და ამალას მკაცრად აფრთხილებს, მარტო მე შევდივარო. გული მომეცა, ბახილები უნდა ჩაიცვათ მეთქი,მორჩილად იცვამს ბახილებს, საქმიანად მიდის საქვაბესთან, მრიცხველს უღებს ფოტოს, გაზის ქურაც მანახეთო და ოთახისკენ მიიწევს არადა გაზის ქურა თვალწინ აქვს. და იწყებს დაკითხვას.ბავშვებო აქ რატომ ხართ ? თან სახლს ათვალიერებს. ბებიასთან ვართ. სად ცხოვრობთ?  კიდევ ვერაზე, საბურთალოზე და ნახალოვკაში, ყველა ნათესავი ერთად ჩაუშვა ტყუპმა. ნახალოვკის მისამართით დაინტერესდნენ, არ ვიცი მეთქი, მიგნებით ვიცი მეთქი.აბა, მე გეტყვით და ესააო ?აღარ მესმის არაფერი.

აი,ჩემი თანაშემწე მეუბნება,კიდევ შეტყობინებაა, კიდევ გაზმა გაჟონაო. რა გჭირთ ამ ვაკეშიო, მე პასუხად ამ სახლში ზვიადი შემოდიოდა, მერაბი , სუსს რა უნდა მეთქი. ვეუბნები, რომ მალხაზ კვანჭილაშვილის ოჯახია. ბავშვებს მოვხედე, ფერი არა აქვთ. ამასობაში ერთერთი საბუთს მაჩვენებს და გვარსახელს მეუბნება, დემეს ჩაუწერია ჩუმად, მაგრამ არ იძებნება. აქედან ლიფტით უფასოდ ჩავალთო ?გამომაქვს კარტა შელაგდნენ ოთხივე, კარტა უხეშად მივაჭირე საფასურს, ამით გამოვხატე შიში, უმწეობა და ბევრი რამ…

შემოვედი სახლში, ახლა ყველა უნდა გავაფრთხილო, იმათაც ააწიოკებენ…აღმოვაჩინე, რომ ხმა არ ამომდის. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი ანუკის ჯერ მე დავურეკე, მერე ნენემ. ვსვამ კაპტოპრილს, დიაზეპამს. ვერ ვხედავ, თორემ მესმის… დემე, ბე ცხვირი სწორედ რატომ არ გაქვს, მარჯვნივაა, მითხარი სასწრაფოში როგორ დავრეკო?ვლუღლუღებ. ელენე რეკავს დედამისთან, ბებო ცუდად გახადა პოლიციამ,დემე რეკავს მამასთან, საიდანაც ისმის საბას ისტერიული ყვირილი,შემოდიან ჩემთან, ბავშვების გამაყრუებელი კივილი, მამა დაიჭირეს, მეტი არაფერი მახსოვს, გული არ წამსვლია, თითქოს დამეძინა.კარები ღია გვაქვს, ბავშვები უპატრონოდ

ანუკი ურეკავს თელარა გელანტიას რომ ელენეს შეატყობინოს მომხდარის შესახებ, თითონ გარბის საბასთან.არ შემიძლია დიდი მადლობა არ გადავუხადო გიგა ზედანიას, რომელმაც ერთი წუთით არ დატოვა ანუკი.რომ წარმოვიდგენ, ანუკი რომ ჩემთან ყოფილიყო და გამტაცებდნენ, სიკვდილი მინდება. ამასობაში თელარამ გააგებინა ყველას. უცებ მოდის სასწრაფო, გიორგი ისაკაძეს გამოუძახია, სასწაული ექიმები არ მომშორდნენ, სანამ შვილი ელენე არ მოვიდა.უცბად “გაჩნდა” ანუკის მეგობარი გიორგი კეკელიძე,რომელმაც ბავშვებზე მეურვეობა აიღო, მოვარდა გულგახეთქილი ტასუნა, ჩემი მამიდაშვილი და ბევრი ხალხი…

“იმათ”რომ ეთქვათ, ეჭვი გვაქვს თქვენზე, პოლიცია ვართ და უნდა გაგჩხრიკოთო,ჩხრეკის საბუთს (რომელიც არ ჰქონდათ, ვნახავდი , კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ბრახუნის და კარის შემომტვრევის გარეშე, შემოვუშვებდი. ჩემი შეცდომა, კარი არ უნდა გამეღო და თქვენთვის მომეხმო…
ამჟამად ვარ ისევ საავადმყოფო ფურცელზე, მაქვს შფოთვა, სუნთქვა მერღვევა,ცახცახი მიტანს, ყლაპვა მიძნელდება. ნათია ფანჯიკიძემ შემომთავაზა დახმარება. აუცილებლად გამოვიყენებ… ანუკის კვალს გამოყვნენ, რატომ ?აქციაზე რომ დგას და გონივრული მოწოდებებით გამოდის ? სადაც ფეხი დაუდგამს, ყველგან მისი ქება მესმის და მეამაყება.

ელენეს “ანალიტიკა”არ მოსწონთ?ალბათ ლექციებს ვერ კითხულობს დონეზე ჩემი სიამაყე გოგო. ეტყობა ტასო აშავებს რამე, მე11კლასელი წლევანდელი აბიტურიენტების 2%ში რომ მოხვდა? ტყუპები აშავებენ რამეს? სიყვარული, სიკეთე და კეთილშობილება მოაქვთ ამქვეყნად. მე დავიღალე, წავედი ამ სივრციდანაც“, — წერს იგი.

სრულად წაკითხვა