გაბრაზებული დედა ურჩხულზე ძლიერია – საბა სხვიტარიძის დედა

1 week ago 9

სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედა გეგმავს, 14 აპრილს სტუდენტების პროტესტს შეუერთდეს. ელენე ახობაძე ამბობს, რომ გაბრაზებული დედა ურჩხულზე ძლიერია და ამიტომ, რეჟიმი მათ ვერ მოერევა.

„ოცნებამ“ და ამ ურჩხულებმა გააღვიძეს ურჩხულები. თავის დედებს ჰკითხონ, თავის მეუღლეებს ჰკითხონ – გაბრაზებული დედა ურჩხულზე ძლიერია. ვერ დაგვამარცხებენ, ყველაფერს დავეტაკები და გადავცემ ამათ, რომ ტოქსკოპულოს როლს ნუ ასრულებენ და კარგად გაითავისონ დედის სიძლიერე. ვერ მოგვერევიან.

არ ყოფილა პრეცედენტი, რომ, როდისმე ვინმეს, რომელიმე ხელისუფლებას მოეგო ბრძოლა. აუცილებლად დავამარცხებთ ამ ურჩხულ მანქანას, – ამბობს საბა სხვიტარიძის დედა.

ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად ქუჩებში სტუდენტების დემონსტრაცია გაიმართება. 14 აპრილს, დედა ენის დღეს, ახალგაზრდები ისტორიული მარშრუტის გავლას აპირებენ თსუს პირველი კორუსიდან პარლამენტამდე. ევროპული მომავლის მცველები ხმაურით გეგმავენ, რეჟიმი შეაწუხონ და ციხეებში უკანონოდ გამოკეტილ მათ თანამებრძოლებს სოლიდარობა გამოუცხადონ.

სრულად წაკითხვა