გაგიკ წარუკიანის ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს – მედია

1 hour ago 2

„აყვავებული სომხეთის“ პარტიის თავმჯდომარის, ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის სასახლეში მოთავსებული ლომები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.

როგორც Armenpress იუწყება, ამის შესახებ „აყვავებული სომხეთის“ პარტიის პრესმდივანმა ივეტა ტონოიანმა განაცხადა.

მისი თქმით, წარუკიანის ოფიციალური მიღებების სახლის ჩხრეკის დროს იქ მყოფი ცხოველებიც დააძინეს (ანესთეზიის საშუალებით) და ზოოპარკში გადაიყვანეს. პრესმდივნის განცხადებით, ცხოველების ანესთეზია გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა ჩაუტარეს.

ერევნის მერიამაც გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ერევნის მერიის წინადადებით, კერძო სასახლეში მყოფი ცხოველები ერევნის ზოოპარკში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა 6 ივლისის დილიდან დაიწყეს ჩხრეკები გაგიკ წარუკიანის სასახლესა და მის საკუთრებაში არსებულ დაახლოებით 70 მისამართზე. მოგვიანებით, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

სრულად წაკითხვა