უკვე რამდენიმე დღეა, რეგიონებში საახალწლო კონცერტები იმართება, რასაც თან დიდი აჟიოტაჟი ახლავს. ასევე ცნობილია იმ მომღერლების სიაც, რომლებიც 31 დეკემბერს თბილისში, საახალწლო ღონისძიებაზე იმღერებენ. მათ შორის არის ჯგუფი “ქუჩის ბიჭები”.
ჯგუფის წევრი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ კონცერტებში მონაწილეობის გამო მათ აბულინგებენ. ასევე ავრცელებს ვიდეოკადრებს აქციიდან და წერს:
“ჩვენ ბოლო სიტყვებით გვლანძღეს გვაბულინგეს და თავად აქციაზე ჩვენს სიმღერას მღერიან! ვიცით, რომ გიყვარვართ, უფრო მეტიც, ჩვენც გვიყვარხართ და მორჩით ამ ლანძღვას და წყევლას!” – წერს ნოზაძე, რომლის პოსტსაც ზურა და პაატა ხაჩიძეები ეხმაურებიან.
“ორმაგი სტანდარტის მამები არია” – წერს ზურა.
“გაგიჟდები პირდაპირ ადამიანი, ჩვენ სიმღერაზე აცილებენ სალომეს” – წერს პაატა ხაჩიძე.