სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ გადასვლის გამო პრეზიდენტის უფლებამოსილების დატოვების შესახებ” გამოაცხადა.
გაგლოევის თქმით, წინა დღეს იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც მას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობა და მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა შესთავაზა.
„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, – თქვა გაგლოევმა.
მისი განცხადებით, ის დღეიდანვე შეუდგება მუშაობას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარეს, მარატ კამბოლოვს დაეკისრება.
გაგლოევმა მოსახლეობას ახალი ხელმძღვანელობის გარშემო გაერთიანებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„დღეს ჩვენი ამოცანაა, ავისრულოთ ჩვენი სანუკვარი ოცნება, დავძლიოთ გაყოფილი ხალხის ბედი და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, გავერთიანდეთ დიდ რუსეთთან“.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·