გაგლოევი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის თანამდებობიდან გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა

1 hour ago 1

ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერის თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მრჩევლად დაინიშნა.

გადადგომის შესახებ განცხადება გაგლოევმა, რომელიც 2022 წლიდან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო „პრეზიდენტის“თანამდებობას იკავებდა, 23 ივნისს გააკეთა. პუტინმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას გაგლოევის თავის მრჩევლად დანიშვნის შესახებ.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იტყობინება, რომ გადადგომის შესახებ მიმართვაში გაგლოევმა 9 მაისს მასსა და პუტინს შორის ხელმოწერილი  „სამეკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება“ ახსენა და აღნიშნა, რომ ეს რეგიონს „დიდ რუსეთთან გაერთიანებაში“ დაეხმარება.

„დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სანუკვარი ოცნების ახდენა – გაყოფილი ხალხის ბედი დავძლიოთ და გავერთიანდეთ ჩრდილოეთ ოსეთთან, დიდ რუსეთთან“, – იტყობინება „რესი“ გაგლოევის სიტყვებზე დაყრდნობით.

„რესის“ ინფორმაციით, გაგლოევმა განაცხადა, რომ წინა დღეს პუტინს შეხვდა, რომელმაც შესთავაზა მას, რომ მისი მრჩეველი გამხდარიყო და დახმარებოდა მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებაში.

„მე მხარი დავუჭირე ჩვენს ისტორიულ ლიდერს, ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს და მზად ვარ მის გვერდით დავდგე“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა