"გაგრძელება საუკეთესო თავდამსხმელის გარეშე მოგვიწევს" - "კარლსრუეს" კაპიტანი ზივზივაძეზე

23 hours ago 2

ბუდუ ზივზივაძის ყოფილმა თანაგუნდელმა, "კარლსრუეს" კაპიტანმა მარვინ ვანიცეკმა ქართველ ფეხბურთელზე გერმანულ მედიასთან ისაუბრა.

"ბუდუ ზივზივაძის "კარლსრუედან" წასვლამ გული დამწყვიტა. ეს გუნდისთვის დიდი დანაკარგია. იმედია, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი თავდამსხმელის შემცვლელს სწრაფად იპოვის.

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმში" ტრანსფერის შესახებ 3 იანვარს გავიგეთ. სწრაფად უნდა გავითავისოთ, რომ სეზონის გაგრძელება საუკეთესო თავდამსხმელის გარეშე მოგვიწევს, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება"

- განაცხადა ვანიცეკმა.

სრულად წაკითხვა